რონალდო: სამი გოლის გატანა ჩემი პარტნიორების წყალობით შევძელი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ერთ-ერთმა ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ "სარაგოსასთან" ჩატარებულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც "სამეფო კლუბმა" გასვლაზე 6:0 მოიგო.

"ვულოცავ გუნდს ამ გამარჯვებას. სამი გოლის გატანა ჩემი პარტნიორების წყალობით შევძელი. გუნდში ყველა ერთმანეთს ვეხმარებით. ზუსტად ამის გამო ვიგებთ მატჩებს. ყოველთვის შეკრული კოლექტივი უნდა ვიყოთ, თორემ ვერ გავიმარჯვებთ.

კაკა არაფრით არ განსხვავდება სხვა ფეხბურთელებისგან. ის ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ყველა სხვა", - განაცხადა რონალდომ.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული