მოურინიო: მსოფლიოში ახლა ტყუილი და თვალთმაქცობაა გაბატონებული

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მსოფლიოსა და კაცობრიობაზე აზრი გამოთქვა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა პარალელი ფეხბურთთან გაავლო, რომელსაც ასევე პატარა სამყაროდ მიიჩნევს.

"ბოლო დროს მსოფლიო ძალიან შეიცვალა. იგივე ეხება ფეხბურთსაც, რომელიც პატარა სამყაროა ყველა იმ ხალხით, რომელსაც სპორტის ამ სახეობასთან აქვს კავშირი. ახლა ძალიან ცოტა ადამიანია, რომლისთვისაც უმთავრესი გულწრფელობაა და არა ტყუილი. ჩვენი წინაპრების დროს სიტუაცია სხვაგვარი იყო: მაშინ ხალხის სოციალურ მდგომარეობას მნიშვნელობა არ ჰქონდა - ყველასთვის ერთი და იგივე პრინციპი მოქმედებდა.

დღეს კი საწინააღმდეგოს ვხე
დავთ - არ უნდა იყო პატიოსანი და გულწრფელი. იყავი უზნეო და თავის გადარჩენას ნებისმიერ ფასად ეცადე. ახლა სიცოცხლეს სიცოცხლისთვის ფასი არ აქვს. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ყოველთვის ვიტყვი, რასაც ვფიქრობ და არ მაშინებს, რა მოყვება ამას. ბევრი ამას არ მპატიობს, მაგრამ ჩემს პრინციპებზე უარის თქმას არ ვაპირებ. ალბათ 100 წლის წინ უნდა დავბადებულიყავი", - განაცხადა მოურინიომ.

მომზადებულია El Mundo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
100 wlis win ki ara shen saertod ar unda dabadebulikavi))))))
tato
13:18 30-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული