კასილიასი: ჩავისთან და პუიოლთან ჩემი საუბარი არავის ეხება

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების გოლკიპერმა იკერ კასილიასმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელებთან კარლეს პუიოლთან და ჩავი ერნანდესთან მისი სატელოფონო ზარები სხვადასხვა ჭორების და ვარაუდების საბაბი არ უნდა გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების კარის დარაჯმა და კაპიტანმა "ბარსელონაში" თავის კოლეგას, ორ გრანდს შორის ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩში მომხდარზე სასაუბროდ დაურეკა.

"ის, რაზეც პუიოლს და ჩავის ვესაუბრე, არავის ეხება. ხალხმა საუბრის თემის შესახებ არ იცის, მაგრამ სხვადასხვა ვარაუდებს აგებენ. ეს საუბარი მხოლოდ ჩვენ სამს გვეხება, რადგან ესპანეთის ნაკრების კაპიტნები ვართ. ბუნებრივია, როდესაც ეროვნულ გუნდში შევიკრიბებით,
უფრო დეტალურად ვისაუბრებთ", - განაცხადა კასილიასმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული