რუისი ვალენსიაში, ტრეზეგე არაბეთში

AutoSharing Option
გუშინ "ვალენსიამ" გამოაცხადა, რომ "ნაპოლისგან" 22 წლის ესპანელი მცველი ვიქტორ რუისი შეიძინა. რუისის შეძენა "მანჩესტერ სიტის" სურდა, მაგრამ "ესპანიოლის" ყოფილმა მოთამაშემ ესპანეთში დაბრუნება მოინდომა. მან "ღამურებთან" 2016 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება.

"გრანადამ" ლისაბონის "ბენფიკას" არგენტინელი შემტევი ფრანკო ხარა გადაიბირა. ის ესპანეთში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. ხარა 23 წლისაა.

დავიდ ტრეზეგემ, რომელიც შარშან "ერკულესში" თამაშობდა, გამოაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდ "ბანი იასში" გადავიდა. ის ერთ სეზონს დაჰყოფს არაბეთში და 1,7 მილიონ ევროს მიიღებს.

უახლოეს საათებში კიდევ რამდენიმე ტრანსფერი შეიძლება დაგვირგვინდეს (ზოგიც ჩაიშალოს).
მაგალითად, ფერნანდო გაგო ალბათ "რომაში" გადავა, ალიაქსანდრ ჰლები - "ვოლფსბურგში", პედრო ლეონი "ხეტაფეს" უბრუნდება, მაქსველი შეიძლება "მილანში" გადავიდეს, ჰოლანდიელი ჯონათან დე გუზმანი კი "მალიორკას" "ვილიარეალზე" გაცვლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული