რამოსი: დელ ნიდოს შეუძლია თავისი საქმეები სხვაგან გააკეთოს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "სევილიას" პრეზიდენტი ხოსე მარია დელ ნიდო გააკრიტიკა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატს "გაუგებრობა" უწოდა.

დელ ნიდოს აზრით "რეალისა" და "ბარსელონას" უპირატესობა ესპანეთის ჩემპიონატში უკვე ძალიან შორს წავიდა. "სევილიას" პრეზიდენტი მარტო სპორტულ მიღწევებს არ გულისხმობდა, არამედ იმას, რომ "რეალისა" და "ბარსელონას" ტრანსლაციები უფრო მომგებიანია სხვა კლუბებთან შედარებით.

"თუ დელ ნიდოს არ მოსწონს ჩვენი ლიგა, მაშინ თავისი საქმეები სხვაგან გააკეთოს. შეუძლია საზღვარგარეთ თავისთვის ახალი გუნდი მოძებნოს. პირადად ჩვენ კმაყოფილები ვართ "რეალში" სიტუაციით და კონკურენციაც ჩემპიონატში ძლიერია",
- განაცხადა რამოსმა.

მომზადებულია EFE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული