მოურინიომ შესაძლოა "პსჟ" ჩაიბაროს

AutoSharing Option
კატალონიურმა ტელეარხმა TV3 გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რეალის" თავკაცი ჟოზე მოურინიო მომავალ სეზონში "პსჟ"-ს ჩაუდგება სათავეში. ტელეარხი ინფორმაციის წყაროდ პორტუგალიელ სპეციალისტთან დაახლოებულ პირებს ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ პარიზული გრანდის მფლობელები არაბი შეიხები გახდნენ, რომლებსაც იმედი აქვთ კლუბის აღორძინება მოურინიოსთან ერთად. აღნიშნული ინფორმაციის გამოძიება მადრიდულმა გაზეთმა Marca-მ სცადა, მაგრამ დამადასტურებელი ვერაფერი აღმოაჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული