არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას კარიერაში უკეთესი მწვრთნელი არ ჰყოლია.
"მოურინიო ჩემს პროფესიონალურ კარიერაში საუკეთესო მწვრთნელია. მას შეუძლია მატჩამდე მთელი დაძაბულობა თავის თავზე აიღოს, რათა ჩვენ მშვიდად ვიყოთ, რის გამოც ზედმეტ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობთ.
ჩვენი მწვრთნელი ფეხბურთელს მაშინაც ეხმარება, როცა მას პრობლემები აქვს. ის მხარს უჭერს მას და კიდევ ერთ შანსს აძლევს",- განაცხადა დი მარიამ.
მოზადებულია Marca-ს მიხედვით