აბიდალი და "ბარსელონა" ვერ შეთანხმდნენ

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" მცველმა ერიკ აბიდალმა კლუბის ხელმძღვანელობის შეთავაზება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ მიიღო.

ფრანგ ფეხბურთელს ხელშეკრულების პირობები არ მოეწონა.

კატალონიელები ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივებას 2013 წლამდე სთავაზობენ და ასევე კიდევ ერთი სეზონით, თუ ფრანგი კარგად ითამაშებს.

თუმცა აბიდალი მოითხოვს კონტრაქტი 2014 წლამდე გაგრძელდეს. მხარეები შეთანხმებას ასევე ხელფასის თაობაზეც ვერ აღწევენ.

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ აბიდალს საბოლოო პასუხის გასაცემად დრო 2011 წლის 31 დეკემბრამდე მისცა.

მომზადებულია Sport.es-ის მხიედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
გეთანხმები ირაკლი!! რა ვისი ფოტოა მაისურზე მაინც არ ეწეროს სამი ფ ვერ ვხდები რო აბიდალია? არ შეიძლება ესეთ რაღაცაზე ევაჭრო კაცს როცა კიბოს ოპერაცია გადაიტანა
nino barca
16:22 02-09-2011
0
რა წუპაკი ხელმძღვანელობა ყოლია ბარსას, ერთ წელზე ეევაჭრებიან, კაცმა კიბო გადაიტანა და ისე თამაშობს, თAნ ბარსას ფული არ უჭირს.... არ შეიძლება ეგეთი რაღაც, ღმერთი იყურება...
irakli
16:02 02-09-2011
0

სიახლეები პოპულარული