ხორხე ვალდანო: ესპანეთის ჩემპიონატისგან კარგს არაფერ უნდა ველოდოთ

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილი პრეზიდენტი ხორხე ვალდანო შეშფოთებას გამოთქვამს ესპანეთის ჩემპიონატში "რეალისა" და "ბარსელონას" სხვა გუნდებთან უპირატესობის გამო.

"მომავალში "რეალს" და "ბარსელონას" მოუწევთ ისეთი მეტოქეების მოძებნა, რომლებიც მათნაირად სწრაფად ვითარდებიან. ამან შესაძლოა მათ ახალი ევროპის ლიგის შექმნისკენ უბიძგოს.

საქმე ისაა, რომ სხვაობა ამ ორ გრანდსა და სხვა ესპანურ გუნდებს შორის ძალიან დიდია და კიდევ უფრო იზრდება. ამიტომ კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. ადრე "რეალს" ვიცავდი, მაგრამ ახლა სიტუაციას სხვა კუთხიდან ვუყურებ", - განაცხადა ვალდანომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული