"რეალი" და "ბარსელონა" ტელევიზიებიდან 135 მილიონ ევროს მიიღებენ

AutoSharing Option
2011/12 წლის სეზონში ესპანეთის პრიმერა დივიზიონის კლუბები ტელევიზიებიდან 657.5 მილიონ ევროს მიიღებენ, რომლისგანაც 41 % "ნარსელონას" და მადრიდის "რეალს" ერგებათ.

ორივე ესპანურ გრანდზე, ისევე როგორც ერთი წლის წინ, 135 მილიონი ევრო მოდის, დარჩენილი თანხა კი დანარჩენ 18 კლუბს შორის გაიყოფა. სხვებზე მეტს "ატლეტიკო" და "ვალენსია" გაინაწილებენ - თითოეული 46 მილიონს მიიღებს.

31 მილიონი ევრო "სევილიას" ერგება, 29 მილიონს "ბეტისი" მიიღებს, 28 მილიონს "ვილიარეალი". შემდეგ მოდიან "ხეტაფე", "ესპანიოლი", "ატლეტიკი", "რეალ სოსიედადი" და "სარაგოსა".

"ოსასუნა", "მალაგა", "მალიორკა", "ლევანტე", "სპორტინგი", "გრენადა" და "რაიო
ვალეკანო" 14 მილიონს მიიღებენ, ყველაზე ცოტა თანხა ტელევიზიებისგან კი "რასინგს" ერგება - 13 მილიონი, ანუ 10-ჯერ ნაკლები ვიდრე "ბარსელონას" და "რეალს".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული