კლუბის პრეზიდენტ ფერნანდო როიგს დიდი ოდენობით ფულის დახარჯვა არ სურს, "ვილიარეალისთვის" ფინანსურად რთული ხანა დადგა, ახლა ვალენსიის მხარის პატარა ქალაქის დიდი გუნდის ხელმძღვანელებს ერთი რამ აფიქრებთ - ამის გამო არ დაიჩაგროს "ვილიარეალის" გამორჩეული, შემტევი სტილი. ჩემპიონატის პირველ ტურში მომხდარი კატასტროფა (0:5 "ბარსასთან") ბუნებრივ ეჭვს იწვევს...
როიგი ფინანსებში დიდებულად ერკვევა, რომ არ მოხდეს ფინანსური კატასტროფა, აუცილებელია ნაბიჯი უკან, მაგრამ რაც შეიძლება პატარა. სწორედ ამ ტაქტიკის დამსახურებაა, რომ გუნდმა სარფიანად გაყიდა "მალაგაში" ესპანეთის ნაკრების წევრი სანტი კასორლა. საბოლოო ჯამში, "ვილიარეალმა" მაინც
კასორლას შემცვლელად "ოსასუნადან" გადმოყვანილი გარემარბი ხავიერ კამუნიასი ეგულებათ. თუმცა სანტის შეცვლა, რომელიც ორივე ფეხს ერთნაირად კარგად იყენებს და აქვს დიდებული დარტყმა, ძალიან ძნელი იქნება.
"ვილიარეალი" ამ სეზონში მეტად დაეყრდნობა კლუბის კანტერას, ახალგზარდა ფეხბურთელებმა დაიმსახურეს ყურადღება და თუ მათ თანატოლებს "ბარსელონაშიც" კი უჩნდებათ დამკვიდრების შანსი, "ვილიარეალი" გამონაკლისი ხომ ვერ იქნება (შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ამ ორი კლუბის სარეზერვო შემადგენლობები თამაშობენ სეგუნდადივიზიონში, სხვები უფრო დაბალ ლიგებში გამოდიან).
მოკლედ, ახლანდელი "ვილიარეალის" პლუსები სულ სხვადასხვა ინგრედიენტების ნაზავია - გამოცდილება, ახალგაზრდობა და მოთამაშეთა უნივერსალიზმი.
ციტატები
ხუან კარლოს გარიდო: "ჩვენ უდიდესი არჩევანი გვაქვს, გუნდში დიდი კონკურენციაა. სატრანსფერო პოლიტიკით კმაყოფილი ვარ, ვისი დამატებაც მსურდა, ყველა ჩვენთანაა".
ფერნანდო როიგი: "ყოველ ახალ სეზონს წინაზე უკეთ ჩავატარებთ".
რუბენ კანი: "ჩვენი ამოცანა ძალიან მარტივია - ოთხეულში შეღწევა".
სეზონის ამოცანა - ჩემპიონთა ლიგის საგზური
"ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, კლუბის ფინანსების გათვალისწინებით "ელ სუბმარინოსთვის" სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ლიგის საგზური საგაისოდაც მოიპოვოს. ეს არის "ვილიარეალის" მიზანიც. აი, რამდენად შეძლებენ ვალენსიელები ამას, სხვა საკითხია. სიმართლე გითხრათ, პესიმისტურად ვართ განწყობილნი.
ტრანსფერები
მივიდნენ: სესარ სანჩესი ("ვალენსია", თავ. აგენტი), კრისტიან საპატა ("უდინეზე", 9 მლნ. ევრო), ჯონათან დე გუზმანი ("მალიორკა", 8 მლნ.), ხავიერ კამუნიასი ("ოსასუნა", 2,3 მლნ.), იკეჩუკვე უჩე ("სარაგოსა"), ვაკასო მუბარაკი ("ვილიარეალი ბ"), ერნან პერესი ("ვილიარეალი ბ"), ხერარდ ბორდასი ("ვილიარეალი ბ").
წავიდნენ: ოლივა, მარკესი, კაპდევილა, კასორლა, ალტიდორი, მატილია, მარკანო, მონტერო, ხუან კარლოსი, უჩე, სისინიო.
დოსიე
ვილიარეალ კლუბ დე ფუტბოლ
დაარსდა: 1923 წ.
სტადიონი: ელ მადრიგალი, 25 000
პრეზიდენტი: ფერნანდო როიგი
მწვრთნელი: ხუან კარლოს გარიდო
კლუბის წევრი: 23 000
13 სეზონი ლა ლიგაში
ინტერტოტოს თასი (2003, 2004)
მეტსახელი: ელ სუბმარინო ამარილიო (ყვითელი წყალქვეშა ნავი)
გასულ სეზონში: მე-4 ადგილი
ოფიციალური საიტი: ჰტტპ://წწწ.ვილლარრეალცფ.ეს/
ყველაზე მეტი თამაში 2010/11: დ. ლოპესი (38), ბრუნო (37), კასორლა (37), როსი (36), ბ. ვალერო (35).
ყველაზე მეტი გოლი 2010/11: როსი (18), ნილმარი (11), კანი (5), კასორლა (5), რუბენი (5).
გუნდი 2011/12
მეკარეები
1. სესარ სანჩესი 02.09.1971
13. დიეგო ლოპესი 03.11.1981
31. დიეგო მარინო 09.05.1990
მცველები
2. გონსალო როდრიგესი (ურუგვაი) 10.04.1984
3. ხოან ორიოლი 05.11.1986
4. მატეო მუსაჩიო (არგენტინა) 26.08.1990
5. კარლოს მარჩენა 31.07.1979
6. ანხელ ლოპესი 10.03.1981
12. კრისტიან საპატა (კოლუმბია) 30.09.1986
14. მარიო გასპარი 24.11.1990
15. ხოსე კატალა 01.01.1985
27. მანუ (პორტუგალია) 09.04.1987
28. დორიან დერვიტი (საფრანგეთი) 25.07.1988
30. ტომას კარლოსი 18.05.1988
ნახევარმცველები
8. ჯონათან დე გუზმანი (ჰოლანდია) 13.09.1987
10. რუბენ კანი 03.08.1981
11. ერნან პერესი (პარაგვაი) 25.02.1989
17. ხავიერ კამუნიასი 17.07.1980
18. ვაკასო მუბარაკი (განა) 25.07.1990
19. მარკოს სენა 17.07.1976
20. ბორხა ვალერო 12.01.1985
21. ბრუნო სორიანო 12.06.1984
26. მარკუს გულონი 20.02.1989
32. ხორდი პაბლო 01.01.1990
თავდამსხმელები
7. ნილმარი (ბრაზილია) 14.07.1984
9. მარკო რუბენი (არგენტინა) 26.10.1986
22. ჯუზეპე როსი (იტალია) 01.02.1987
23. ხერარდ ბორდასი 11.09.1981
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"