მოურინიო: ჩემი გუნდით უკმაყოფილო ვარ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გუნდის თამაშით "ხეტაფეს" წინააღმდეგ უკმაყოფილო დარჩა. "სამეფო კლუბმა" მეტოქე 4:2 დაამარცხა, თუმცა პორტუგალიელი თავკაცი ფიქრობს, რომ ეს გამარჯვება არადამაჯერებელი იყო.

"ჩემი გუნდით უკმაყოფილო ვარ. რა თქმა უნდა მოგების ღირსი ვიყავით, ოთხი ბურთი გავიტანეთ და მეტის გატანაც შეგვეძლო, თუმცა მეტოქემ 2 გოლით დაგვამწუხრა და უფრო მეტის გაკეთებაც შეეძლო. გუნდმა "ხეტაფეს" თამაშის საშუალება მისცა.

მსაჯს პენალტი არ უნდა დაენიშნა, ის შეცდა. მართალია თამაშის დარღვევა იყო, მაგრამ "ხეტაფეს" დამარცხებას პენალტის გარეშეც შევძლებდით", - განაცხადა მოურინიომ.

მომზადებულია Marca-ს
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული