ბუსკეტსი: "ბარსელონას" მოთამაშეებმა საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლონ

AutoSharing Option
ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა "რეალ სოსიედადთან" პრიმერადივიზიონის მესამე ტურის გასვლითი მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდს მოდუნების უფლება არ აქვს.

შეხვედრას კატალონიელები 2:0 იგებდნენ, თუმცა ბასკებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს.

"ბარსელონას" მოთამაშეებს მოდუნების უფლება არ აქვთ. საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. "რეალ სოსიედადთან" მატჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მეტოქის მოედანზე გამარჯვების მიღწევა ძალიან რთულია", - განაცხადა ბუსკეტსმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული