"ჩვენი გუნდი ასეთი წარმატებული გვარდიოლას გარეშე ვერ იქნებოდა, - განაცადა მესიმ. - ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა "ბარსას" მაისურით თამაში და ისეთ დიდ ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე გამოსვლა, როგორებიც ჩავი და ინიესტა არიან.
ის, რომ "ბარსელონაში" ადრეული ასაკიდანვე მოვხვდი, ამან ჩემს კარიერაზე უდიდესი გავლენა იქონია".
არგენტინელმა ვარსლავმა ინტერვიუში გვერდი "რეალსა" და მის მთავარ მწვრთნელს ვერ აუარა: "არ ვიცი, მოურინიო მართლა ასეთია, თუ პუბლიკაზე თამაშობს.
მესიმ არგენტინის ნაკრებზეც ისაუბრა: "არ ღირს არგენტინის ეროვნული გუნდის "ბარსელონასთან" შედარება - ნაკრებში თამაშისას უკან ღრმად დახევა მჭირდება, რათა ბურთი მივიღო. "ბარსელონაში" კი მეტოქის საჯარიმოსთან ყოფნა მიწევს. ეს მე არ მაღელვებს, რადგან გუნდისთვის ასეა უკეთესი.
არასდროს მიფიქრია ნაკრებიდან წასვლაზე. ვამაყობ იმით, რომ არგენტინელი ვარ და ყოველთვის სიხარულით მივიღებ ჩემი ქვეყნის ეროვნულ გუნდში მიწვევას.
დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს მოვიგებთ. მე ამ იმედით ვცხოვრობ, გამუდმებით ამაზე ვფიქრობ და ვცდილობ, დავარწმუნო საკუთარი თავი, რომ ჩემი ოცნება ახდება".