ესპანეთის ნაკრების კარის დარაჯი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში შესაძლოა სხვა გუნდებიც ჩაერიონ.
"დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული ჩემპიონატის მოსაგებად მხოლოდ "რეალი" და "ბარსელონა" არ იბრძოლებენ. გამარჯვება "რეალს" იოლად არ ერგება და ბევრი ოფლის დაღვრა მოგვიწევს. შემიძლია ვთქვა, რომ ყოველი თამაში ჩვენთვის ფინალივით იქნება", - განაცხადა კასილასმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით