ვან ნისტელროი: მიხარია, რომ "მალაგაში" ვთამაშობ

AutoSharing Option
"მალაგას" თავდამსხმელმა რუდ ვან ნისტელროიმ განაცხადა, რომ თავის ამჟამინდელ კლუბში თამაშით ძალიან კმაყოფილია. ფეხბურთელის თქმით, კლუბს ძალიან ამბიციური პროექტები აქვს.

"ყველაფერი შესანიშნავად მაქვს, კლუბში კარგად დამხვდნენ. "მალაგას" სერიოზული პროექტები აქვს და ცდილობს მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს. ძალიან კარგი მოთამაშეები და შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს. კლუბში ყველაფერი შესანიშნავ დონეზეა ორგანიზებული. "მალაგაში" თამაში მსურდა და აქ ამიტომაც ვიმყოფები", - განაცხადა ნისტელროიმ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული