ბენიტესი: ესპანეთის ჩემპიონატი შოტლანდიის პრემიერლიგას მახსენებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ესპანეთის ჩემპიონატთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა. ბენიტესის თქმით, "რეალისა" და "ბარსელონას" უპირატესობა სხვა გუნდებთან შედარებით საკმაოდ შესამჩნევი გახდა.

"ესპანეთის ჩემპიონატი შოტლანდიის პრემიერლიგას მახსენებს. "რეალი" და "ბარსელონა" სხვა გუნდებს ფინანსური თვალსაზრისით ჯობნიან. შედეგად, ზუსტად ამ გუნდებს შეუძლიათ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელების შეძენა. ჩემპიონატში კონკურენცია აუცილებელია, რაც სხვა გუნდებისთვის გარკვეული მოტივაცია იქნება", - განაცხადა ბენიტესმა.

აქვე შეგახენებთ, რომ კატალონიის "ბარსელონასა" და "სოსიედადის" შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული