ტორესმა აღნიშნა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში "ბლანკოსების" ნახევარმცველ რონალდოს უხეშადაც ეთამაშება.
"რონალდო ძალიან ძლიერი და სწრაფი მოწინააღმდეგეა. თუ აუცილებელი იქნება, ბურთის ასართმევად უხეშადაც ვეთამაშები. ეს მარტო მას არ ეხება, არამედ "რეალის" დანარჩენ ფეხბურთელებსაც", - განაცხადა ტორესმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით