ალბელდა: რონალდოს სილამაზეზე თუ სიმახინჯეზე ფიქრში დროს არ ვკარგავ

AutoSharing Option
"ვალენსიას" ნახევარმცველმა დავიდ ალბელდამ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელზე, კრიშტიანუ რონალდოზე ისაუბრა.

რონალდომ დაიჩივლა, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს არც ეხებიან, მაშინ როდესაც მას უმოწყალოდ ჩეხავენ. ამასთან, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა დასძინა, რომ მისი სილამაზის, სიმდიდრისა და საფეხბურთო ოსტატობის შურთ.

"რონალდოს განცხადებას ჩემთვის ძილი არ გაუტეხავს. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ახლა დროს იმაზე ფიქრში დავხარჯავ, რონალდო მახინჯია თუ ლამაზი? ჩემი აზრით, ყველა ფეხბურთელი თანაბრად დაცული უნდა იყოს", - თქვა ალბელდამ.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული