რონალდომ დაიჩივლა, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს არც ეხებიან, მაშინ როდესაც მას უმოწყალოდ ჩეხავენ. ამასთან, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა დასძინა, რომ მისი სილამაზის, სიმდიდრისა და საფეხბურთო ოსტატობის შურთ.
"რონალდოს განცხადებას ჩემთვის ძილი არ გაუტეხავს. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ახლა დროს იმაზე ფიქრში დავხარჯავ, რონალდო მახინჯია თუ ლამაზი? ჩემი აზრით, ყველა ფეხბურთელი თანაბრად დაცული უნდა იყოს", - თქვა ალბელდამ.
მომზადებულია championat.com-ის მიხედვით