კარიერით კმაყოფილი რიკარდო კარვალიო

AutoSharing Option
"რეალის" 33 წლის პორტუგალიელი მცველი რიკარდო კარვალიო ამ ბოლო ხანებში სკანდალში გაეხვა (რაც მის კარიერაში უკიდურესად იშვიათად ხდება), ის "დეზერტირობისთვის" ერთი წლით მოკვეთეს. სამაგიეროდ, მას ყველაფერი კარგად აქვს კლუბში. რიკარდო "რეალ ტვ-ის" სტუმარი იყო...

- თქვენ "რეალში" ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ხართ, ჟოზე მოურინიოს წინადადებას კი სიხარულით დათანხმდით, რას გრძნობდით მაშინ?
- ყველაზე გამოცდილი კი არა, ყველაზე ბებერი ვარ. როცა გავიგე, რომ კლუბი ჩემით დაინტერესდა, ძალიან გამიხარდა. "ჩელსიში" 6 დიდებული წელიწადი გავატარე, ამის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადასვლა სულაც საოცნებო რამ
იყო. აქ თავს დიდებულად ვგრძნობ.

- თქვენ სულ თან დაყვებით მოურინიოს, პორტუგალიაში, ინგლისში, ახლა ესპანეთშიც. როგორ დაგეხმარათ ის საფეხბურთო კარიერაში?
- ყოველდღიურად ყოველ დეტალს აქცევს ყურადღებას და ეს საქმე არ სწყინდება. მას სურს, რომ ყოველდღიურად მოუმატო, გაიზარდო, როგორც ფეხბურთელი. ძალიან ამაყი ვარ, რომ მოურინიოსთან, ამდენი ხანია, მიწევს მუშაობა.

- რა არის მოურინიოს წარმატების საიდუმლო?
- ის ძალიან ბევრს მუშაობს. ის ისე იქცევა, რომ შეცდომებს უბრალოდ არ დაუშვებ. თუკი დაუჯერებ, აუცილებლად გაიზრდები, როგორც ფეხბურთელი.

- თქვენი კარიერით კმაყოფილი ხართ?
- უსათუოდ. ადრე "პორტუში" თამაში იყო ჩემი ოცნების მწვერვალი, მას მერე უცხოეთშიც ძალიან ბევრს მივაღწიე, ახლა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ.

- "რეალი" ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია, ხშირად იღებენ ბიჭები თქვენგან რჩევებს?
- ჩვენ ძალიან ნიჭიერი ბიჭები გვყავს, მათ ყველაფერი გამოუვათ. ყოველთვის ვცდილობ, დავეხმარო რჩევებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული