მოურინიო: "რეალის" მიზანი მიმდინარე სეზონში სტაბილურობაა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ეროვნული პირველობის ყველა მატჩს ვერ მოიგებს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ისიც აღნიშნა, რომ "სამეფო კლუბს" "ლევანტესთან" გასვლით მატჩში გაუჭირდება.

"ჩემპიონატში ყველა მატჩის მოგება შეუძლებელია. მითუმეტეს ასეთ რთულ ტურნირში, როგორიც ლა ლიგაა. მაგრამ ერთია, როდესაც კარგად მოთამაშე მეტოქესთან მარცხდები და სულ სხვაა, როდესაც შეხვედრას ცუდი თამაშის გამო თმობ. ამ შემთხვევაში უკვე ნერვიულობა გიხდება.

რაც შეეხება "ლევანტესთან" მატჩს, ის რთული მეტოქეა. აგრესიულად თამაშობს და ძალიან ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ", - განაცხადა მოურინიომ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული