ლუის ენრიკე: "ინტერთან" მატჩით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
"რომას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე "ინტერთან" გასვლითი მატჩით კმაყოფილი დარჩა.

"მთავარია, რომ ამ შეხვედრაში მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ. შეხვედრის შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგის მიღწევაც შეიძლებოდა. ალბათ, შეამჩნევდით, რომ გუნდი თამაშს აუმჯობესებს.

მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა. სწორედ ასეთი გუნდის ყოლა მსურს, რომელსაც გამარჯვება სწყურია. გუნდში სერიოზული კონკურენციაა. არ მსურს რომელიმე ფეხბურთელი გამოვყო, ჩემთვის მნიშვნელოვანი გუნდური თამაშია", - განაცხადა ენრიკემ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული