"რეალი" ბრაზილიური კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელის ტრანსფერზე მოელაპარაკა. ნეიმარის "სამეფო კლუბში" გადასვლაზე გარიგება იანვარში შედგება. გარიგება ესპანელებს 60 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
ამასთან, "რეალი" "სანტოსთან" ამხანაგურ მატჩს გამართავს, რომელიც ბრაზილიური კლუბის 100 წლისთავს მიეძღვნება.
მომზადებულია O Globo-ს მიხედვით