19 წლის ნეიმარმა პარასკევს სან პაულუს ჰოსპიტალ "სან ლუიზში" გაიარა შემოწმება. მას თან აგენტი ვაგნერ რიბეირო ახლდა, ევროპიდან კი სპეციალურად "რეალის" სამედიცინო შტაბის უფროსი კარლოს დიესი ჩავიდა. ნეიმარი "რეალში" ლონდონის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ითამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"