მოურინიო: ორ ფრეს, ერთი წაგება ჯობია

AutoSharing Option
"რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის შეხვედრის მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა, რომელიც "სამეფო კლუბმა" "ლევანტესთან" გასვლით მატჩში 0:1 წააგო.

პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, არბიტრს ერთ-ერთ ეპიზოდში პენალტი უნდა დაენიშნა და მეტოქე ფეხბურთელისთვის მეორე ყვითელი ბარათი ეჩვენებინა.

"მატჩი მაშინ გათანაბრდა, როცა ათნი დავრჩით. დასაწყისში კარგად ვთამაშობდით, კარგი მომენტები გვქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ შევძელით, რადგან მოედანი ცუდ მდგომარეობაში იყო და "ლევანტეც" თავს კარგად იცავდა. არბიტრმა ჩვენ სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დანიშნა, ხოლო "ლევანტეს" ფეხბურთელს მეორე ყვითელი ბარათი უნდა მიეღო.

ყველა
ქულა მნიშვნელოვანია, ამიტომ ჯობია ერთხელ წააგო, ვიდრე ორჯერ ფრე ითამაშო. წაგება ფსიქოლოგიურად ძნელია, თუმცა ორი ფრე უარესია. ნებისმიერი შეხვედრა და ქულა ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა მოურინიომ.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ორი ფულით გატენილი მათხოვარი (რონალდო და მაურინიო) არცხვენს რეალის სახელს და ტრადიციებს. ისე ლაპარაკობენ თითქოს მათზე ძლიერი და მცოდნე არ არიან ამ ქვეყანაზე. ამდენი ფულის პატრონი რომ იტყვის ანჟიში გადასვლას არ გამოვრიცხავო ის მათხოვარი არ არის? ბარსას შიში და მოლანდებები ჭირთ.
თემური
19:26 19-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული