"რეალი" და "სანტოსი" ნეიმარზე ინფორმაციას არ ახმაურებენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" და ბრაზილიურმა "სანტოსმა" გადაწყვიტეს თავდამსხმელ ნეიმარის"სამეფო კლუბთან" კონტრაქტზე ინფორმაცია არ გაახმაურონ.

ესპანური და ბრაზილიური მედია იუწყება, რომ ნეიმარი 2012 წლის აგვისტოში "ბლანკოსების" შემადგენლობაში გადავა. აგრეთვე საუბარი იყო ფეხბურთელის "სამეფო კლუბთან" კონტრაქტის დეტალებზე.

ორივე კლუბმა გადაწყვიტა, ოფიციალურად არაფერი თქვას, რაც "სანტოსში" პრეზიდენტის არჩევნებს უკავშირდება. კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლუის ალვარუ დე ოლივეირა თავისი კანდიდატურის დაყენებას აპირებს, რის გამოც ნეიმარმა განაცხადა, რომ "რეალთან" შეთანხმება არ აქვს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული