რეიესის აზრით, ეს ბევრი ფაქტორითაა გამოწვეული.
"ბარსელონა" და "რეალი" ძალიან მდიდარი კლუბებია. მათ შეუძლიათ ნებისმიერი ფეხბურთელი იყიდონ. ამიტომ მათთან ბრძოლა თითქმის შეუძლებელია. უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლა "ბლანკოსებსა" და კატალონიელებს შორის გაიმართება.
დანარჩენმა გუნდებმა კი, შესაძლოა, სხვა ადგილების დაკავებისთვის იბრძოლონ. ვფიქრობ, "ატლეტიკოს" მიზანი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ გათამაშებაში მონაწილეობისთვის ბრძოლაა", - განაცხადა რეიესმა.
მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით