გოლი სოუფიანისთვის

AutoSharing Option
"ოსასუნასთან" მატჩში ლეო მესიმ ერთბაშად სამი გოლი გაიტანა, რომელთაგან ერთ-ერთზე უნდა მოგითხროთ.

უფრო სწორად იმაზე, რაც გოლის გატანის შემდეგ მოხდა. 24 წლის არგენტინელი ჩვეულებრისამებრ გოლს ზეაღმართული ხელებით აღნიშნავს, მაგრამ ამჯერად ის ორივე ხელით ფეხებს შეეხო, რათა გოლი პატარა მეგობარ სოუფიანისთვის ეძღვნა.

მათი მეგობრობა იანვარში დაიწყო, როცა მესიმ პირველად ნახა 10 წლის ბიჭუნა, სოუფიანი კატალონიის ქალაქ მანლეუში ცხოვრობს, ის ლაურინ-სენდროუს ძალიან იშვიათი სინდრომითაა დავადებული.

ეს დაავადება კიდურების განვითარებას ხელს უშლის. მაშინ სოუფიანს და მისი ოჯახის წევრებს პირველი გუნდის ვარჯიშზე დასწრების უფლება
მისცეს. ბიჭუნა ფეხის პროთეზებს ატარებს, რომელიც "ბლაუგრანას" ფერებშია შეღებილი და 10-იანი აწერია.

მესი შოკში ჩააგდო ასეთი ერთგული ფანის ხილვამ. მაშინ სოუფიანი 3-4-ჯერ მესისთან ერთად ბურთსაც შეეხო. "ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი მეგობარია", - აღფრთოვანებული იძახდა სოუფიანი ვარჯიშის შემდეგ.

პარასკევს მათი გზები ისევ გადაიკვეთა, "ესპორტს-3-ის" ინიციატივით, მესი და სოუფიანი სტუდიაში შეხვდნენ, სადაც ბიჭუნამ მეგობარს სთხოვა, თუ შეგიძლია, ერთი გოლი მე მომიძღვნაო. მესი უმალ დათანხმდა. "კი, მაგრამ როგორ გამოხატავ ამას, შენ ხომ ყოველთვის ხელებს მაღლა წევ. მინდა, რომ ხელებით ფეხებს შეეხო", - უთხრა სოუფიანმა. მესიმ პირობა შეუსრულა პატარა ფანს, რომელმაც ალბათ მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად იგრძნო თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული