თუმცა არსებობს სულ სხვა მოურინიოც, მუდამ თავის ფეხბურთელებზე მზრუნველი მწვრთნელი, კაცი, რომელსაც ლამის ყველა მისტირის, საიდანაც კი წასვლა უწევს. მოურინიო კარგი მეოჯახე და... ქველმოქმედი.
ჟოზემ "ბობი რობსონის ფონდს" და "მკერდის კიბოთი დაავადებულ ადამიანთა დახმარების კავშირს" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტიტული - ფიფას სამწვრთნელო "ოქროს ბურთი" - შესწირა. 2010 წელს "ინტერის" მწვრთნელობისას სამი
პორტუგალიელმა ჯილდო აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. შეგახსენებთ, რომ სერ ბობი რობსონი ჟოზეს მასწავლებელი იყო, 1992 წელს მოუმ ინგლისელთან ლისაბონის "სპორტინგში" თარჯიმნად დაიწყო მუშაობა.
შემდეგ ისინი ერთად მუშაობდნენ "პორტუში" და "ბარსელონაში". "მამა ძალიან იამაყებდა ჟოზეს ამ გადაწყვეტილებით. მთელი ოჯახი მისი მადლიერი ვართ", - განაცხადა სერ ბობი რობსონის ვაჟმა, მარკმა. რობსონის ფონდი" კიბოს ადრეულ სტადიაში გამოვლენის ექსპერიმენტებს აფინანსებს. რობსონი 2009 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"