დი სტეფანო: "ლევანტე" პროვოკაციულად იქცეოდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრის შემდეგ "ლევანტე" გააკრიტიკა.

შეგახენებთ, რომ "ლევანტესა" და "რეალის" (1:0) შეხვედრაში მადრიდელთა ნახევარმცველმა სამი ხედირამ ერთ-ერთ ეპიზოდში წითელი ბარათი მიიღო. გერმანელმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ხელი კრა.

"ლევანტემ" "რეალს" ხაფანგი მოუწყო. ისინი მუდმივად პროვოკაციებზე მიდიოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ "სამეფო კლუბის" ფეხბურთელების მწყობრიდან გამოსაყვანად. დანარჩენი უკვე მატჩის არბიტრმა გააკეთა. მინდა აღვნიშნო, რომ "ლევანტე" მადრიდულ გუნდს თამაშით არ ჯობდა", - განაცხადა დი სტეფანომ.

მომზადებულია Marca-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული