"ატლეტიკო" ბერბატოვით დაინტერესდა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" სელექციონერები "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდით ბერბატოვით დაინტერესდნენ.

მადრიდელებმა ამ ზაფხულს გუნდის ლიდერები სერხიო აგუერო და დიეგო ფორლანი გაყიდეს. ორი ვაკანტური ადგილიდან ერთი უკვე რადამელ ფალკაომ დაიკავა, ხოლო მეორე ისევ თავისუფალი რჩება.

ბულგარელი ფეხბურთელი "წითელი ეშმაკების" ძირითადში არცთუ ხშირად ჩნდება. სერ ალექს ფერგიუსონო აქცენტს უფრო უეინ რუნიზე, ხავიერ ერნანდესსა და დანი უელბეკზე აკეთებს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული