ორი თამაშიდან გაცილებით მნიშვნელოვანი სევილიურია, რომელშიც პრიმერადივიზიონში დაბრუნებული "ბეტისი" ახალგაზრდულ "სარაგოსას" მასპინძლობს, სევილიურ კლუბს ხომ ჯერ არაფერი დაუკარგავს - სამი მატჩიდან სამივე მოიგო, განსაკუთრებით კი ბილბაოში, "სან მამესზე" 3:2 გამარჯვებაა აღსანიშნავი. ტური კი სამ დღეზე გაიწელა.
სტუმართა ნულები
პირველ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი "ყვითელი წყალქვეშა ნავის" პირველი გამარჯვება იყო. "ვილიარეალმა" ამ ზაფხულს რამდენიმე ვარსკვლავი კი დაკარგა, მაგრამ მაინც არ გვეგონა, თუ ასეთი სუსტი
და აი, მეოთხე ტურში, როგორც იქნა, გარიდოს გუნდმაც გაიხარა - "მალიორკას" 2:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ჰოლანდიელმა დე გუზმანმა პირველად ითამაშა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.
როგორც ძველ, კარგ დროს, "ვილიარეალის" რიგებში თავი ახლაც ჯუზეპე როსიმ და ნილმარმა გამოიჩინეს. როსი ისედაც კარგად თამაშობდა ამ სეზონში. აი, ბრაზილიელს კი "ეძინა". ანგარიში მე-7 წუთზე ხოსე კატალას პასით იტალიელმა ფორვარდმა გახსნა. მეორე ტაიმში კი ბორხა ვალეროს პასით ნილმარმა იხეირა.
აღსანიშნავია, რომ ორივე შემტევი დუდუ ავატესთან პირისპირ დატოვეს. მოკლედ, "მალიორკას" დაცვა კრიტიკას ვერ უძლებს. ამის შემდეგ მეკარე დიეგო ლოპესმა ორი-სამი სახიფათო დარტყმაც მოიგერია.
"ანოეტადან" მორიგი გუნდი წავიდა გაწბილებული, ბასკებმა დებიუტანტ "გრანადას" შინ არაფერი გაატანეს - 1:0. არ იყო კარგი მატჩი, ორივე გუნდს უჭირდა მომენტების შექმნა, ბოლოს ისევ "რეალ სოსიედადმა" ივარგა, მეორე ტაიმში დანიელ ესტრადამ ისე "მოჭრა" ბურთი და მარცხენა კუთხეში გაიტანა, რომ მეკარე რობერტოს ანდალუსიური კლუბის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა.
კიდევ უფრო ცუდი თამაში "რეინო დე ნავარაზე" შედგა, სადაც წინა ტურში სირცხვილნაჭამმა "ოსასუნამ" ორი ქულა "სევილიას" დააკარგვინა - 0:0. უბრალოდ ბრწყინვალე იყო სტუმართა მეკარე ხავი ვარასი, რომ არა მისი დამაჯერებელი თამაში "სევილია" სულაც დამარცხდებოდა. ბოლოს სტუმრებს მსაჯიც დაეხმარა, როცა ვერ შენიშნა დიეგო პეროტის ხელით თამაში საკუთარ საჯარიმოში.
კუპერთან ვერმოგებული დუელი
ჟოზე მოურინიომ ვერ აჯობა ექტორ კუპერს - ვალენსიაში დამარცხებულმა "სამეფო გუნდმა" რენომე ვერც სანტანდერში გამოისწორა, მართალია, ამჯერად არ წაუგია, მაგრამ ორი ქულა დამსახურებულად დაკარგა - 0:0.
ყველაზე მეტად იმ ეპიზოდს თუ გავიხსენებთ, როცა მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ქარიმ ბენზემა წაიქცა თუ წააქციეს საჯარიმოში. რეფერიმ პენალტი არ დანიშნა. ზედიზედ ორი ტურია, "რეალს" გოლი ვერ გააქვს - მოურინიოს გუნდმა 6 შესაძლებელიდან 5 ქულა ქარს გაატანა.
მადრიდის "ატლეტიკო" ათამაშდა, გუნდმა კვლავ დიდი ანგარიშით მოიგო, ამჯერად "სპორტინგი" 4:0 დაამარცხა. რადამელ ფალკაომ ამჯერად დუბლი იკმარა. ვფიქრობთ, ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ.
"მალაგამ" სანტი კასორლას საჯარიმო დარტყმის წყალობით მოუგო "ბილბაოს", რომელიც უფსკრულისკენ მიექანება, "ლევანტემ" კი კვლავ დაამარცხა მადრიდული კლუბი. ამჯერად, "რაიო ვალეკანო".
თრილერი მესტალიაზე
პირველ ტაიმში "ვალენსია" 12 კაცით თამაშობდა 10-ის წინააღმდეგ, ერიკ აბიდალი აშკარად ვერ იყო ჯანზე, ჯერ იყო და მატიოს ჩამოწოდებულს საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი, შემდეგ ზონა მიატოვა და პაბლო ერნანდესს კარიერაში ერთ-ერთი უადვილესი გოლი გაატანინა. ფრანგის ამ ორ შეცდომას შორის იყო პედროს გოლი ვისენტე გუაიტას კარში.
მეორე ტაიმში გუაიტამ დუელი მოუგო მესის, მაგრამ მალევე არგენტინელის პასით სესკ ფაბრეგასმა გაათანაბრა. ახლა ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის ოთხივე ტურში გაიტანა. ბოლო წუთებზე კი მასპინძელთა კარი რამდენჯერმე სასწაულებრივ გადაურჩა გოლს - 2:2.
ატლეტიკო-სპორტინგი 4:0
ატლეტიკო (4-3-3): კურტუა - სილვიო (76. ადრიანი), მირანდა, დომინგესი, ფილიპე ლუიში - კოკე (68. რეიესი), ასუნსაო (60. მ. სუარესი), გაბი - სალვიო, ფალკაო, არდა.
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლორა, ბოტია, გრეგორი, დ. სუარესი - რივერა, რ. ლეონი - კარმელო (72. მორანი), ს. ალვარესი (63. ბილიჩი), დე ლას კუევასი (78. აიოსე) - ტრეხო.
გოლები: 1:0ლორა (27 ს.კ.), 2:0 დომინგესი (68), 3:0 ფალკაო (72), 4:0 ფალკაო (80)
გაფრთხილება: ასუნსაო, კოკე - სუარესი, ლორა, რივერა, კარმელო
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 19-3 (11-1); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 50 000
მალაგა-ბილბაო 1:0
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, მატეისენი, ელიზეუ - ტულალანი, დუდა (78. მარესკა) - ხოაკინი (87. სება ფერნანდესი), ბაპტიშტა, კასორლა - ვან ნისტელროი (63. რონდონი).
ბილბაო (5-4-1): ირაისოსი - ეკიზა, გურპეგი, ხ. მარტინესი, ირაოლა, იტურასპე (64. დ. ლოპესი) - მუნიაინი, დე მარკოსი, სუსაეტა (56. ი. მარტინესი), გაბილონდო - ლორენტე.
გოლი: 1:0 კასორლა (61)
გაფრთხილება: კასორლა - ხ. მარტინესი, იტურასპე
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13-8 (4-3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 19 000
რაიო ვალეკანო-ლევანტე 1:2
ვალეკანო (4-2-3-1): დანი - ტიტო, ლაბაკა (46. მოვილია), ხორდი, რ. ბრავო (46. პაჩეკო) - მიჩუ, ფუეგო - პიტი, ტრაშორასი (58. ტამუდო), ბოტელიო - დელიბაშიჩი.
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - ხ. ტორესი, იბორა - ვალდო (85. პალიარდო), ბარკერო (64. რ. სუარესი), ხუანლუ (68. ელ ჟარი) - კონე.
გოლები: 0:1 ვალდო (10), 0:2 ბალესტეროსი (29), 1:2 ტამუდო (72)
გაფრთხილება: პიტი, დელიბაშიჩი - ლოპესი
გაძევება: ბოტელიო (77)
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14-9 (7-5); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 14 000
რასინგი-რეალი 0:0
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ფრანსისი, ალვარო, ბერნარდო, კრისტიანი - ციოლისი, პაპე დიოპი - სამპერიო (75. ადრიანი), ნაუელპანი, სერანო (62. სისმა) - სტუანი (67. მუნიტისი).
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, ვარანი, რ. კარვალიო, მარსელო - ლ. დიარა (75. კაკა), ჩაბი ალონსო - კალეხონი (46. დი მარია), იოზილი (67. იგუაინი), რონალდო - ბენზემა.
გაფრთხილება: კრისტიანი, ციოლისი, ადრიანი, სტუანი, მუნიტისი, ნაუელპანი - კარვალიო, დიარა, იოზილი
კუთხური: 2-10; ჯარიმა: 20-19; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 5-16 (2-2); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 21 000
ვალენსია-ბარსელონა 2:2
ვალენსია (4-4-2): გუაიტა - მიგელი, რამი, რუისი, მატიო (72. პიატი) - პ. ერნანდესი, ალბელდა (46. ტ. კოსტა), ბანეგა, ალბა - კანალესი (67. ჟონასი), სოლდადო.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, კეიტა - პედრო, მესი, ფაბრეგასი.
გოლები: 1:0 აბიდალი (11 ს.კ.), 1:1 პედრო (13), 2:1 პ. ერნანდესი (22), 2:2 ფაბრეგასი (76)
გაფრთხილება: რამი, კანალესი, ჟონასი, სოლდადო - მასკერანო
გაძევება: ალბა
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 12-5; თამაშგარე: 2-12; კარში დარტყმა: 9-10 (1-7); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 54 500
ესპანიოლი-ხეტაფე, დღეს
ბეტისი-სარაგოსა, დღეს
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ვალენსია 4 3 1 0 8-5 10
2. მალაგა 4 3 0 1 7-2 9
3. ბეტისი 3 3 0 0 5-2 9
4. ბარსელონა 4 2 2 0 17-4 8
5. სევილია 4 2 2 0 5-3 8
6. ლევანტე 4 2 2 0 4-2 8
7. რეალი 4 2 1 1 10-3 7
8. ატლეტიკო 4 2 1 1 8-1 7
9. სოსიედადი 4 2 1 1 5-4 7
10. ვალეკანო 4 1 2 1 3-3 5
11. ოსასუნა 4 1 2 1 2-9 5
12. ვილიარეალი 4 1 1 2 4-8 4
13. სარაგოსა 3 1 1 1 2-7 4
14. ესპანიოლი 3 1 0 2 3-4 3
15. მალიორკა 4 1 0 3 1-4 3
16. გრანადა 4 1 0 3 1-6 3
17. რასინგი 4 0 2 2 3-8 2
18. ბილბაო 4 0 1 3 4-7 1
19. ხეტაფე 3 0 1 2 3-6 1
20. სპორტინგი 4 0 0 4 2-9 0
ბომბარდირები: 5 - სოლდადო (ვალენსია), მესი (ბარსელონა), ფალკაო (ატლეტიკო); 4 - რონალდო (რეალი), ფაბრეგასი (ბარსელონა), კასორლა (მალაგა); 3 - აგირეჩე (რეალ სოსიედადი), მიკუ (ხეტაფე), ნეგრედო (სევილია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"