მოურინო: ბოლო 3 შეხვედრაში ერთი გოლი გავიტანეთ - ეს არანორმალურია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გუნდის ბოლო ჩატარებული შეხვედრის ანგარიშით უკმაყოფილოა.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბმა" გასვლით მატჩში სანტანდერის "რასინგთან" ფრე 0:0 ითამაშა.

"ბოლო ორ შეხვედრაში ხუთი ქულა დავკარგეთ. ცხადია, რომ უკმაყოფილო ვარ. არსებული სიტუაცია აუცილებლად უნდა შევცვალოთ, რასაც შაბათს ვიზამთ.

ბოლო სამ მატჩში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოვახერხეთ - ეს არანორმალურია", - განაცხადა მოურინიომ.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული