"ბარსელონას" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა, რომელიც ამ ზაფხულს "არსენალიდან" კატალონიაში გადაბარგდა და მხოლოდ ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, უკვე კლუბის რეკორდი დაამყარა.
ესპანეთის ნაკრების ჰავბეკი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც შეძლო და ზედიზედ პირველ ოთხ შეხვედრაში გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ფაბრეგასმა "ვალენსიასთან" (2:2) შეხვედრაში მეტოქე გუნდის კარი აიღო.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.