ევროპის ლიგის გამარჯვებულ მადრიდის "ატლეტიკოს" სერიოზული გეგმები აქვს ახალ სეზონში. კლუბმა შეინარჩუნა ვარსკვლავები (მათ შორის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო ფორლანი) და დაიმატა სხვებიც. ახლა "ატლეტიკო" ფრანგი მცველით, როდ ფანით აპირებს გაძლიერებას. "ეკიპი" მიიჩნევს, რომ ფანი უკვე მადრიდის გზაზეა და ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდება. კლუბებს შორის მოლაპარაკება თითქმის ერთ კვირა გაგრძელდა, ისინი უკვე შეთანხმდნენ. როდ ფანი საფრანგეთის ნაკრების მარჯვენა მცველია. კიკე ფლორესი ფანის დამატებით "ატლეტიკოს" დაცვის ხაზის სრულ მოდერნიზაციას დაასრულებს.