თქვენ გელით... ძალზე საინტერესო ტური

AutoSharing Option
დღეს
ბილბაო-ვილიარეალი 20:00
ტრავმა: კასტილიო, ანდერი, ოსიო (?) - ა. ლოპესი, ორიოლი, პერესი

სევილია-ვალენსია 20:00
დისკვალიფიკაცია: ალბა (ვალენსია)
ტრავმა: ესკუდე - კოსტა, თოპალი

რეალი-რაიო ვალეკანო 22:00
დისკვალიფიკაცია: ბოტელიო (ვალეკანო)
ტრავმა: კოენტრაო, შაჰინი, პეპე, ალთინტოპი (რეალი)

ბარსელონა-ატლეტიკო 00:00
ტრავმა: ინიესტა, სანჩესი, აფელაი, პიკე (?) - კოშტა, დიეგო, გოდინი (?), ასენხო (?)

ხვალ
მალიორკა-რეალ სოსიედადი 14:00
ტრავმა: მარტი, ნუნიეში - მარტინესი, ბერგარა, ჩაბი პრიეტო, ელუსტონდო, დემიდოვი

ლევანტე-ესპანიოლი 18:00
ტრავმა: დელ ორნო, ფარინოსი (?) - ალბინი, მატიონი, ვერდიუ (?)

გრანადა-ოსასუნა 20:00
ტრავმა: კორტესი, გეიხო, პამარო - ანუნზიატა, სერხიო, მასუდი, ნეკუნამი,
რიესგო, ეჩაიდე

სპორტინგი-რასინგი 22:00
ტრავმა: მუნისი, ნაჩო კასესი - ტორეხონი, არანა, აკოსტა, კოლსა, კენედი

სარაგოსა-მალაგა 00:00
ტრავმა: ორიოლი, მეირა (?), ბრაულიო (?) - ველიგტონი, ხიმენესი, რუბენი, სტადსგაარდი

ზეგ
ხეტაფე-ბეტისი 23:00
დისკვალიფიკაცია: კასტო (ბეტისი)
ტრავმა: უსტარი, გავილანი, ლოპესი (?), მიჩელი (?), კასტრო (?) - როდრიგესი, უსტარიცი, კასტრო, ფაბრისიო, ნელსონი.


IV ტურის სტატისტიკა
23 გოლი ტურში (2,3 მატჩში). 6 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 1 სტუმრებმა, 3 ფრ დაფიქსირდა. ტურში მსაჯებმა 49 ყვითელი და 3 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი არ ყოფილა
დუბლი - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), როკე სანტა კრუსი (ბეტისი), ხუან კარლოსი (სარაგოსა)
რაულ ტამუდომ (რაიო ვალეკანო) ვერ გაიტანა პენალტი
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: რაფაელ ვარანი (რეალი, 18 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 50 500- "მესტალია"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 12 000 - "ტერესა რივერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 19 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 11 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი ჯარიმა: 20 - რასინგი
ყველაზე მეტი კუთხური: 10 - ატლეტიკო, რეალი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 8 - ოსასუნა
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 71% - რეალი

ლა ლიგის მეხუთე ტური მეტად საინტერესო უნდა გამოდგეს, განსაკუთრებით კი დღევანდელი მატჩები. ბუნებრივია, ტურის ცენტრალური შეხვედრა "კამპ ნოუზე" შედგება, სადაც ხოსეპ გვარდიოლას "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლებს.

მაგრამ არც სხვა შეხვედრებს ველით ნაკლები ინტერესით - "სანტიაგო ბერნაბეუზე" მინი-კრიზისში მყოფი მადრიდის "რეალი" თანაქალაქელ "რაიო ვალეკანოს" მიიღებს. "სან მამესზე" ორი ისეთი კლუბი თამაშობს, რომელთაც აშკარად ჩაუვარდათ ჩემპიონატის სტარტი და ახლა დასამტკიცებელი ბევრი აქვთ. სევილიაში, "სანჩეს პისხუანზე" "ვალენსია" ჩადის, რომელიც ლიდერ "ბეტისს" 2 ქულით ჩამორჩება. ლიდერი "ბეტისი" ყურს უცნაურად ხვდება, არადა, ფაქტია - ანდალუსიური კლუბი უდანაკარგოდ ლიდერობს, "ბარსელონა" მას უკვე 4 ქულით, ხოლო "რეალი" 5-ით ჩამორჩება. "ბეტისი" ყველაზე ბოლოს, ორშაბათს თამაშობს - მადრიდში "ხეტაფეს" სტუმრობს.

კრიზისი? რა კრიზისი! - იხტიბარს არ იტეხს ჟოზე მოურინიო, რომელიც კატეგორიულად უარყოფს, რომ "რეალში" სერიოუზული პრობლემებია: "ზოგი კლუბში შექმნილ კრიზისზე საუბრობს. თითქოს, ჩვენ აღარ ძალგვიძს ბრძოლა მაღალი მიზნებისთვის. არა მეგობრებო, არავითარი კრიზისი "რეალში" არ არის. უბრალოდ, "რეალმა" ბოლო მატჩებში ცუდად ითამაშა,

ხდება ხოლმე. სამი ცუდი თამაში, ერთ კვირაში - ეს არ არის კრიზისი, ამას ნეგატიური სიტუაცია ჰქვია. ასეთი მდგომარეობა ფეხბურთელებს მეტ მოტივაციას სძენს, რის შედეგსაც თქვენ "რაიო ვალეკანოსთან" მატჩში იხილავთ", - ფილოსოფოსობს ჟოზე მოურინიო, რომელიც "რაიო ვალეკანოსთან" მატჩისთვის და ბრძოლისთვის მზადაა: "არ ვიცი, როგორ ფეხბურთს შემოგვთავაზებს "რაიო ვალეკანო", ეს მათი მწვრთნელის საფიქრალი და პრობლემაა, ჩემი არა, მაგრამ ამ გუნდზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება ჩამომიყალიბდა. "რაიო" შარშანდელი სეზონის გმირ გუნდად მიმაჩნია. ყველამ კარგად იცის, რა ფინანსური პრობლემები ჰქონდა ამ გუნდს შარშან, მაგრამ "ვალეკანომ" შეძლო პრიმერას საგზურის მოპოვება - ეს უკვე გმირობის ტოლფასია. მოკლედ, მე ამ გუნდს დიდ პატივს ვცემ", - დაასრულა სიტყვა "რეალის" პორტუგალიელმა თავკაცმა.

"რეალს" დისკვალიფიკაციამოხდილი სამი ხედირა დაუბრუნდება, რომელიც შემადგენლობიდან ლასანა დიარას ამოაგდებს. დიდია ალბათობა იმის, რომ სერხიო რამოსიც დაუბრუნდეს ჩვეულ ფლანგს. სანტანდერში მის ადგილზე ალვარო არბელოამ ითამაშა. პეპეს ტრავმის გამო დაცვის ცენტრში კვლავ მიეცემა შანსი 18 წლის რაფაელ ვარანს, რომელსაც "სამეფო კლუბში" დებიუტი "რასინგთან" თამაშში ჰქონდა და ახალგაზრდის მიმართ ჟოზე მოურინიოს ბევრი შენიშნვნა არ აქვს. ალბათ, ჟოზე ანხელ დი მარიას არჩევს ხოსე კალეხონს. შეგახსენებთ, რომ ფაბიო კოენტრაო, ნური შაჰინი და ჰამით ალთინთოპი ტრავმირებულები არიან.

მოურინიოს ერთი თავსატეხი მაინც გაუჩნდა ბოლოს - მცირე ტრავმის გამო ვარჯიში გააცდინა პორტუგალიელმა მცველმა რიკარდო კარვალიომ და ახლა მისი თამაში საეჭვოა.

ელიტაში დაბრუნებულ "რაიო ვალეკანოს" არ ეყოლება "არსენალის" შემტევი ნახევარმცველი პედრო ბოტელიო, რომელიც მადრიდში იჯარით თამაშობს. ბოტელიომ წითელი ბარათი მიიღო "ლევანტესთან" მატჩში და დასჯილია. ბრაზილიელს ალბათ დანი პაჩეკო შეცვლის, რომელიც ასევე იჯარის წესით თამაშობს "რაიო ვალეკანოში". შეტევაში ისევ ითამაშებს პიტი, რომელმაც ამ სეზონში ჯერ ვერ მოახერხა გოლის გატანა.

ეს გუნდები ერთმანეთს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბოლოს 2003 წელს შეხვდნენ, მაშინ "სამეფო კლუბმა" 3:1 გაიმარჯვა. მცირე მადრიდული დერბი სულ 14-ჯერ გაიმართა: "რეალმა" 11-ჯერ მოიგო და ერთი თამაში ფრედ დაასრულა, თუმცა ორჯერ წააგო კიდევაც.

რეალი (სავარაუდო): კასილიასი - სერხიო რამოსი, რიკარდო კარვალიო, მარსელო - ჩაბი ალონსო, ხედირა - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.

გაცილებით დიდი ინტერესით ველით ბარსელონურ შეხვედრას. განახლებულმა "ატლეტიკომ" ბოლოს აკრიფა ფორმა და ახლა შესანიშნავად თამაშობს - გუნდს 7 ქულა აქვს, ერთით ნაკლები, ვიდრე "ბარსელონას". გრეგორიო მანსანოს ფორმაციის "ატლეტიკოს" მთავარი ფიგურა კოლუმბიელი რადამელ ფალკაო ხდება. კაცი, რომელიც 40 მილიონ ევროდ სერხიო აგუეროს შემცვლელად იყიდეს, 5 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერთა შორისაა. ახლა მანსანოს ბიჭებმა და განსაკუთრებით ფალკაომ დიდი გამოცდა უნდა ჩააბარონ, სტუმრად "ბარსასთან", რომელმაც წინა ტურში ვერ მოიგო "ვალენსიასთან" შეხვედრაში. მოგებას ვინ ჩივის, ჩემპიონმა ორჯერ გაათანაბრა, თორემ წაგების პირას იყო.

მასპინძელთა ბანაკში ბოლომდე გამოჯანმრთელდა ჟერარდ პიკე, ახლა უკვე გვარდიოლას გადასაწყვეტია ათამაშებს თუ არა ახალგაზრდა მცველს თავიდანვე. წინა თამაშებმა დაგვანახა, რომ "ბარსელონას" დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს. ალექსის სანჩესი და ანდრეს ინიესტა კვლავ იუქმებენ, ხოლო იბრაჰიმ აფელაი 6 თვით შეიძლება გამოაკლდეს ჩემპიონს. სტუმართა რიგებში თითქმის გამოირიცხა ბრაზილიელი დიეგოს თამაში. მან კი ივარჯიშა გუნდთან ერთად, მაგრამ მწვრთნელს დიეგო დიდად არ დაუტვირთავს. "ატლეტიკოს" დაუბრუნდა მცველი დიეგო გოდინი.

ბოლო მატჩებია, "ბარსა" ძალიან ჩაგრავს "ატლეტიკოს" კატალონიაში - 4 მატჩში 17 გოლი გაუტანა და მხოლოდ სამი მიიღო. სხვათა შორის, ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც სესკ ფაბრეგასის დამატების სიკარგეზე მეტყელებს - სესკმა ამ სეზონში უკვე 4 საგოლე პასი გააკეთა (4 გოლის გარდა), ერთით მეტი, ვიდრე ანდრეს ინიესტამ მთელ შარშანდელ სეზონში. "ატლეტიკომ" "კამპ ნოუზე" ბოლოს 2006 წლის დეკემბერში მოიგო - 3:1.

აი, რა თქვა გრეგორიო მანსანომ თამაშისწინა პრესკონფერენციაზე: "ხვალ "ატლეტიკო" მთელი თავისი ძალის გამოჩენას შეეცდება. გვინდა "ბარსელონას" კაცურად დავუდგეთ, ვიცით, რომ ის დიდი გუნდია, მაგრამ არც ის და არც "რეალი" არ არიან უნაკლოები. იქნებ, ყველაფერი ისე წარიმართოს, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს. რატომაც არა".

ბარსელონა (სავარაუდო): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ტ. ალკანტარა - მესი, ვილია, ფაბრეგასი.
ატლეტიკო (სავარაუდო): კურტუა - სილვიო, პერეა, დომინგესი, ფილიპე ლუიში - კოკე, ასუნსაო, გაბი, არდა - სალვიო, ფალკაო.

ორიოდ სიტყვა ვთქვათ "სევილია"-"ვალენსიას" შეხვედრაზეც. "სანჩეს პისხუანზე" დიდი ბრძოლა იქნება. "ვალენსია" და "სევილია" ჯერაც დაუმარცხებლად ასპარეზობენ, "ღამურებმა" მხოლოდ 2 ქულა დაკარგეს და ისიც "ბარსელონასთან" მატჩში. "სევილიამ" შეიძლება, როგორც იქნა, ორი ფორვარდით ითამაშოს და ჩვენ ალვარო ნეგრედოსა და ფრედერიკ კანუტეს დუეტი ვიხილოთ შეტევაში. სტუმრებს არ ეყოლება კაპიტანი დავიდ ალბელდა, რომელსაც ზურგი აწუხებს. თუმცა შესაძლოა, ტინო კოსტამ მოახერხოს ბოლომდე გამოჯანმრთელება. შარშან ამათი ორივე დუელი "სევილიამ" მოიგო, 2:0 და 1:0.

სევილია (სავარაუდო): ვარასი - კასერესი, სპაჰიჩი, ესკუდე, ფ. ნავარო - ხესუს ნავასი, მედელი, ტროხოვსკი, პეროტი - კანუტე, ნეგრედო.
ვალენსია (სავარაუდო): გუაიტა - ბრუნო, რუისი, რამი, მატიო - ბანეგა, ტ. კოსტა - კანალესი, პიატი, პ. ერნანდესი - სოლდადო.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბეტისი 4 4 0 0 9-5 12
2. ვალენსია 4 3 1 0 8-5 10
3. მალაგა 4 3 0 1 7-2 9
4. ბარსელონა 4 2 2 0 17-4 8
5. სევილია 4 2 2 0 5-3 8
6. ლევანტე 4 2 2 0 4-2 8
7. რეალი 4 2 1 1 10-3 7
8. ატლეტიკო 4 2 1 1 8-1 7
9. სოსიედადი 4 2 1 1 5-4 7
10. ესპანიოლი 4 2 0 2 4-4 6
11. ვალეკანო 4 1 2 1 3-3 5
12. ოსასუნა 4 1 2 1 2-9 5
13. ვილიარეალი 4 1 1 2 4-8 4
14. სარაგოსა 4 1 1 2 5-11 4
15. მალიორკა 4 1 0 3 1-4 3
16. გრანადა 4 1 0 3 1-6 3
17. რასინგი 4 0 2 2 3-8 2
18. ბილბაო 4 0 1 3 4-7 1
19. ხეტაფე 4 0 1 3 3-7 1
20. სპორტინგი 4 0 0 4 2-9 0

ბომბარდირები: 5- ფალკაო (ატლეტიკო), მესი (ბარსელონა), სოლდადო (ვალენსია); 4 - კასორლა (მალაგა), რონალდო (რეალი), ფაბრეგასი (ბარსელონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული