ხსენებულ ტრანსფერზე საუბარი ჯერ კიდევ სეზონთაშორისი შესვენების პერიოდში დაიწყო. თავად ნეიმარმა არაერთხელ აღნიშნა, რომ 2012 წლის ზაფხულამდე თავის ამჟამინდელ კლუბში გამოსვლას აპირებს.
"ნეიმარის შესახებ ბევრს საუბრობენ, მაგრამ ჩვენ ორ კლუბს შორის მოლაპარაკებების შესახებ არაფერი ვიცით. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ძალიან მინდა ის "რეალში" ვიხილო", - განაცხადა კაკამ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით