კაკა: მინდა, ნეიმარი "რეალში" გადმოვიდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაკამ სურვილი გამოთქვა "სანტოსის" თავდამსხმელი ნეიმარი "სამეფო კლუბში" იხილოს.

ხსენებულ ტრანსფერზე საუბარი ჯერ კიდევ სეზონთაშორისი შესვენების პერიოდში დაიწყო. თავად ნეიმარმა არაერთხელ აღნიშნა, რომ 2012 წლის ზაფხულამდე თავის ამჟამინდელ კლუბში გამოსვლას აპირებს.

"ნეიმარის შესახებ ბევრს საუბრობენ, მაგრამ ჩვენ ორ კლუბს შორის მოლაპარაკებების შესახებ არაფერი ვიცით. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ძალიან მინდა ის "რეალში" ვიხილო", - განაცხადა კაკამ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული