შესაძლოა პიკემ "ატლეტიკოსთან" ითამაშოს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მცველი ჟერარდ პიკე "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში შესაძლოა მოედანზე გამოვიდეს.

კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუნდის ექიმებისგან კარგი ამბავი მიიღო. ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრაში, სადაც "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვდება, ესპანელი ფეხბურთელი სათამაშოდ მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების მცველმა ჟერარდ პიკემ ტრავმა ევროპის სუპერთასის მატჩში მიიღო, რის შემდეგაც მას "ბარსელონას" შემადგენლობაში არ უთამაშია.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული