კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუნდის ექიმებისგან კარგი ამბავი მიიღო. ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრაში, სადაც "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვდება, ესპანელი ფეხბურთელი სათამაშოდ მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების მცველმა ჟერარდ პიკემ ტრავმა ევროპის სუპერთასის მატჩში მიიღო, რის შემდეგაც მას "ბარსელონას" შემადგენლობაში არ უთამაშია.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით