შარშანდელი მეორდება: ისევ მესი, ისევ რონალდო

AutoSharing Option
ალბათ, მაინც არ შეიძლებოდა 19 წლის ტიბო კურტუას ამ ცეცხლის ალში შეშვება. ბელგიელი ნიჭიერი გოლკიპერია, სულ მალე მას "ჩელსიში" პეტრ ჩეხის შეცვლას უწინასწარმეტყველებენ, "ატლეტიკოში" (სადაც იჯარით თამაშობს) ის დავიდ დე ხეას ცვლის და არცთუ ურიგოდ, მაგრამ მაინც ძალზე ცოტაა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის "გენკში" გატარებული ერთი სეზონი, მით უფრო, როცა მას "კამპ ნოუზე" უშვებ გაავებული "ბარსელონას" წინააღმდეგ, რომლის შემადგენლობაშიც ლეო მესიმ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი უნდა ითამაშოს.

დიახ, ჰეთ თრიკი ამ ტურში კრიშტიანო რონალდომაც შეასრულა, თანაც მადრიდელმა იმ ორიდან ერთი პენალტიც თავად
დაიმსახურა "რაიო ვალეკანოს" კარში, მაგრამ ორიოდე საათში არგენტინელმა პორტუგალიელის ბრწყინვალე თამაში სულ მთლად გააუფერულა. მაინც რა გააკეთა ასეთი მესიმ? თუ ვინმეს არ უნახავს მისი გოლები, ვურჩევთ ნახოს და ისიამოვნოს.

ჯერ იყო და საჯარიმოში შეჭრილმა ისე დააბნია ბრაზილიელი მირანდა, რომ ამ უკანასკნელმა ავტოგოლი გაიტანა. შემდეგ კი პატარა საოცრება ვიხილეთ - 26-ე წუთზე მესიმ აუტი ჩამოაწოდა, პედრომ მას ბურთი დაუბრუნა და დაიწყო... მეტოქეთაგან ზოგს სისწრაფით აუარა გვერდი, ზოგს კი - დრიბლინგის წყალობით. ასეთი კი მეკარის ჩათვლით 6 (!) იყო.

ლეოს მეორე გოლი არანაკლებ თვალსასეირო იყო, როცა ბარსელონელი ელვის უსწრაფესად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და საპირისპირო კუთხეში გაიტანა, გზად მან ამჯერადაც ბევრი დააზარალა. ბოლოს კი საბრალო კურტუას ფეხებს შორის გაუტარა ბურთი და ისე შეასრულა ჰეთ თრიკი. განა შეიძლება ერთმა ადამიანმა მეტი შეძლოს ერთ კონკრეტულ მატჩში, მით უფრო როცა მეტოქე "ატლეტიკოსავით" ძლიერი კლუბია?

ყველა გოლი აღვწერეთ დავიდ ვილიას საავტორო ნამუშევრის გარდა. არადა, "ელ გუახესაც" არანაკლები გოლი გამოუვიდა, ჩავის ჩამოწოდებული მკერდით ჩამოიღო, ერთი მცველი უსაქმოდ დატოვა და ისე შეაგდო. ეს "ბარსას" პირველი გოლი გახლდათ, რომელიც მე-9 წუთზე გავიდა, პატარა არგენტინელი ჯადოქრის წყალობით, ჩვენ ქრონოლოგიური თანმიმდევრობა კი დავარღვიეთ, მაგრამ აბა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. საბოლოოდ, 5:0 "ბარსას" სასარგებლოდ.

ხოსეპ გვარდიოლა: "ფეხბურთელებმა ზუსტად ისევე ითამაშეს, როგორც "სოსიედადთან", "მილანთან" და "ვალენსიასთან", რადგან "ბარსა" მხოლოდ 100 პროცენტით იხარჯება. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ბურთი რაც შეიძლება შორს ყოფილიყო სახიფათო ზონიდან, რადგან ფალკაო ასეთ შემთხვევაში ძალზე სახიფათოა, მომენტებს თითქმის არასოდეს ანიავებს".

გრეგორიო მანსანო: "ფიზიკურად შეუძლებელია თამაშით აჯობო "ბარსელონას". ამას მსოფლიოს ვერც ერთი გუნდი ვერ მოახერხებს. მოიგო "კამპ ნოუზე" ნიშნავს, ითამაშო საუკუნის მატჩი. ფალკაო დაღონებულია, მას ერთი შანსიც კი არ მიეცა, ყველას ენახა, რა შეუძლია მას".

მანამდე კი მცირე მადრიდული დერბი ვიხილეთ - მართალია, "რეალმა" საბოლოოდ "რაიო ვალეკანოს" შავი დღე აყარა - 6:2 მოუგო, მაგრამ "ელვებმა" ვალეკანოს გარეუბნიდან გვარიანად ანერვიულეს "სამეფო კლუბის" თავკაცი ჟოზე მოურინიო. საბოლოოდ, მისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა, გუნდმა ორი ფრის შემდეგ მოიგო და თანაც როგორ, კვლავ 10 კაცით.

დასაწყისი კი "რეალისთვის" ამაზე ცუდი არც შეიძლებოდა ყოფილიყო, მე-14 წამზე (!) მიგელ პერეს კუესტამ იგივე მიჩუმ იკერ კასილიასის კარი დალაშქრა - ლასანა დიარამ, რომელიც ვერაფრით მოიცილა "რეალმა", ბურთი დაკარგა, კასილიასმა კი აუღო რაულ ტამუდოს, მაგრამ მიჩუმ დამატებაზე იყოჩაღა. მალე ტამუდოს კიდევ ერთხელ აუღო კასილიასმა, ამჯერად, ინციდენტების გარეშე. ჟოზეს მოთმინების ფიალა აევსო და ლასანა 29-ე წუთზე მესუთ იოზილით შეცვალა (კარგა ხნის განმავლობაში მოედანზე კაკაც იყო და იოზილიც). იქვე შეიცვალა თამაშის მსვლელობაც. ჯერ რონადლომ დანი ხიმენესს ფეხებს შორის გაუტარა ბურთი და ისე გაათანაბრა, ტაიმის მიწურულს კი გონსალო იგუაინმა გაიტანა (მანამდე თამაშგარის გამო მას გოლი არ ჩაუთვალეს).

50-ე წუთზე კაკა საჯარიმოში ხოსე მოვილიამ მოცელა და რონალდომ 3:1 დააწინაურა "რეალი". თითქოს, ყველაფერი მორჩა, მაგრამ მიჩუმ კიდევ ერთხელ იყოჩაღა, რასაც მალე ხელით თამაშისთვის დი მარიას გაძევებაც მოჰყვა. საქმეში ისევ მოურინიო ჩაერია, რომელმაც კაკას და იგუაინის ნაცვლად ბენზემა და ხედირა შეიყვანა. პორტუგალიელის ჩანაფიქრმა გაამართლა - ჯერ 18 წლის რაფაელ ვარანმა "რეალის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა, შემდეგ ბენზემამ იყოჩაღა და ბოლოს რონალდომ მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტით ჰეთ თრიკი შეასრულა.

ჟოზე მოურინიო: "ამდენი ნეგატიური იყო წინა კვირაში და უცებ პირველივე წუთზე უშვებ გოლს. ძალიან ძნელია, მაგრამ ბიჭებმა მტკიცე ხასიათი გამოავლინეს. ჩვენ 20-25 წუთი გაგვიჭირდა, მაგრამ ბევრი რამ შევცვალეთ, გავრისკეთ და მოვიგეთ".

40-ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო "სანჩეს პისხუანზე" "სევილიისა" და "ვალენსიის" დაპირისპირებას. ამ თამაშში სამი გაძევება და ფრედერიკ კანუტეს გადამწყვეტი გოლი ვიხილეთ, რომლის გამოც "ღამურებმა" სეზონში პირველი მარცხი იგემეს. წესით, "სევილიას" მეტით უნდა მოეგო, მაგრამ ვისენტე გუაიტა სასწაულებს ჩადიოდა. მეორე ტაიმში კი ანდალუსიელები კინაღამ დაისაჯნენ, ჯერ პიოტრ ტროხოვსკი, შემდეგ კი ჟულიენ ესკუდე გააძევეს. ესკუდემ საჯარიმოში დაარღვია წესი, მაგრამ ევერ ბანეგამ პენალტის ნიშნულიდან ძელს გაარტყა. შემდეგ არიც ადურისმა ემირ სპაჰიჩის წინააღმდეგ უხეშობისთვის იხილა წითელი ბარათი და გუნდებმა მატჩი 9X10-ზე ჩაამთავრეს.

ბილბაოს "ატლეტიკს" ჯერ ვერ მოუგია - შაბათს "სან მამესზე" ბასკებმა 1:1 ითამაშეს "ვილიარეალთან". მართალია, მასპინძლები იგორ გაბილონდოს გოლის წყალობით იგებდნენ, მაგრამ ნილმარმა საპასუხო გაიტანა და საფეხბურთო სამართლიანობა აღადგინა - არ იმსახურებდნენ ამ მატჩში ვალენსიელები არაფრით წაგებას.

ესპანეთი. ლა ლიგა. V ტური
სევილია-ვალენსია 1:0
სევილია (4-4-2): ვარასი - კასერესი, სპაჰიჩი, ესკუდე, ფ. ნავარო - ხესუს ნავასი, მედელი, ტროხოვსკი, პეროტი (69. კოკე) - კანუტე (58. რაკიტიჩი), ნეგრედო (80. დელ მორალი).
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბრუნო (46. ბარაგანი), რამი, რუისი (70. სოლდადო), მატიო - მადურო, ტინო კოსტა - ჟონასი, ბანეგა, პიატი (62. კანალესი) - ადურისი.
გოლი: 1:0 კანუტე (18)
გაფრთხილება: ტროხოვსკი, სპაჰიჩი, რაკიტიჩი - ტინო კოსტა, ადურისი, რამი
გაძევება: ტროხოვსკი (55), ესკუდე (67), ადურისი (70)
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 12-14 (6-6); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 41 000

ბილბაო-ვილიარეალი 1:1
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - გურპეგი, ეკიზა, ამორებიეტა, აურტენეჩე - ირაოლა, ხ. მარტინესი - სუსაეტა (82. იტურასპე), მუნიაინი (87. დ. ლოპესი), გაბილონდო (65. ტოკერო) - ლორენტე.
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - საპატა, გონსალო, მუსაჩიო, კატალა - ბ. ვალერო (73. დე გუზმანი), სენა, ბრუნო, კანი (87. კამუნიასი) - ნილმარი, როსი (58. მ. რუბენი).
გოლები: 1:0 გაბილონდო (43), 1:1 ნილმარი (53)
გაფრთხილება: ეკიზა, ამორებიეტა, მარტინესი, მუნიაინი - მუსაჩიო
გაძევება: ეკიზა (81)
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 22-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10-15 (6-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 35 000

რეალი-რაიო ვალეკანო 6:2 [იხილეთ ვიდეო]
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, ვარანი, ალბიოლი, მარსელო - ლ. დიარა (28. იოზილი), ჩაბი ალონსო - დი მარია, კაკა (58. ხედირა), რონალდო - იგუაინი (58. ბენზემა).
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): დანი - ტიტო, არიბასი, ხორდი, კასადო - ფუეგო, მოვილია - პიტი (67. პაჩეკო), მიჩუ (68. ტრაშორასი), ლას ბანგურა - ტამუდო (55. დელიბაშიჩი).
გოლები: 0:1 მიჩუ (1), 1:1 რონალდო (38), 2:1 იგუაინი (45), 3:1 რონალდო (50-პენ), 3:2 მიჩუ (54), 4:2 ვარანი (66), 5:2 ბენზემა (72), 6:2 რონალდო (78-პენ).
გაფრთხილება: დი მარია - არიბასი, მოვილია, ლას ბანგურა, დანი
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 7-16; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 18-17 (11-6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 80 000

ბარსელონა-ატლეტიკო 5:0 [იხილეთ ვიდეო]
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, ბუსკეტსი (53. პიკე), მასკერანო, აბიდალი (80. მაქსველი) - ტ. ალკანტარა, ჩავი, ფაბრეგასი (71. კეიტა) - პედრო, მესი, ვილია.
ატლეტიკო (4-3-3): კურტუა - პერეა, მირანდა, გოდინი, ა. ლოპესი - სუარესი (46. სალვიო), გაბი, ტიაგო (81. ა. ლოპესი) - რეიესი (46. არდა), ფალკაო, დიეგო.
გოლები: 1:0 ვილია (9), 2:0 მირანდა (15 ს. კ.), 3:0 მესი (26), 4:0 მესი (79), 5:0 მესი (91)
გაფრთხილება: პიკე - პერეა
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 18-6 (8-2); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 90 000

მალიორკა-რეალ სოსიედადი 2:1
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ზუივერლოონი, ჩიკო, რამისი, კასერესი (42. ტეხერა) - მარტი, პინა - ნსუე, ალფარო (80. ტისონე), გ. კასტრო (64. პერეირა) - ვიქტორი.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი (82. ესტრადა), დემიდოვი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - მარიგა (71. იფრანი), ილარამენდი - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა, ველა (57. გრიზმანი) - აგირეჩე.
გოლები: 0:1 აგირეჩე (15), 1:1 ვიქტორი (20), 2:1 გ. კასტრო (49)
გაფრთხილება: კასერესი, პინა
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 16-16 (4-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 10 000

ლევანტე-ესპანიოლი 3:1
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - ხ. ტორესი, იბორა - ვალდო, რ. სუარესი (65. ბარკერო), ხუანლუ (76. პალიარდო) - კონე (69. არანდა).
ესპანიოლი (5-4-1): ალვარესი - ხ. ლოპესი, ფორლინი, ამატი, მორენო, დიდაკ ვილა - ს. გარსია, ვერდიუ, რომარიკი (62. მარკესი) , ტიევი (62. პანდიანი)- რუი ფონტე (46. ა. ვასკესი).
გოლები: 1:0 რ. სუარესი (14-პენ), 2:0 რ. სუარესი (58-პენ), 2:1 მორენო (72), 3:1 ბარკერო (76)
გაფრთხილება: ხუანლუ - მარკესი, ფორლინი, რუი ფონტე
გაძევება: ამატი (57), პანდიანი (81)
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12-18 (5-6); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 13 000

გრანადა-ოსასუნა 1:1
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, დიახატე, მაინსი, სიკერა (35. ხაიმე) - მოისესი (46. რიკო), იებდა - ხარა, მარტინში (39. გეიხო), ბენიტესი - უჩე.
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, რუბენი, ფლანიო, დამია - პუნიალი, რ. გარსია (78. ნეკუნამი) - სეხუდო (67. კალეხა), ნინო, ლამა (80. იბრაჰიმა) - კიკე სოლა.
გოლები: 0:1 რ. გარსია (28), 1:1 რიკო (63)
გაფრთხილება: იებდა, მოისესი, რიკო - რუბენი, დამია, კიკე სოლა
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 10-20 (2-6); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 15 000

სპორტინგი-რასინგი 0:0
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ლორა, ბოტია, ი. ერნანდესი, კანელია - რივერა (71. ნაჩო კასესი), ანდრე კაშტრო - ნაჩო ნოვო (33. ტრეხო), დე ლას კუევასი, აიოსე (71. სანგოი) - ბარალი.
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ფრანსისი, ბერნარდო, ალვარო, კრისტიანი - პაპე დიოპი, ციოლისი - სამპერიო (52. არანა), აკოსტა (21. სტუანი), მუნიტისი - ნაუელპანი (76. სერანო).
გაფრთხილება: აიოსე - კრისტიანი, ციოლისი, დიოპი, არანა
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16-8 (1-3); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 20 000

სარაგოსა-მალაგა 0:0
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ხუარესი, მატეოსი, დ. სილვა, პარედესი - პონსიო, მეირა - ბარერა, ლ. გარსია, ხუან კარლოსი - პოშტიგა.
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - ს. სანჩესი, დემიკელისი, მატეისენი, ელიზეუ - ტულალანი, დუდა - ხოაკინი, ბაპტიშტა, კასორლა - ვან ნისტელროი.
გაფრთხილება: მეირა - სანჩესი
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 19-10; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 8-9 (4-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 30 000

ხეტაფე-ბეტისი დღეს

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბეტისი 4 4 0 0 9-5 12
2. ბარსელონა 5 3 2 0 22-4 11
3. ლევანტე 5 3 2 0 7-3 11
4. სევილია 5 3 2 0 6-3 11
5. რეალი 5 3 1 1 16-5 10
6. მალაგა 5 3 1 1 7-2 10
7. ვალენსია 5 3 1 1 8-6 10
8. ატლეტიკო 5 2 1 2 8-6 7
9. სოსიედადი 5 2 1 2 6-6 7
10. ესპანიოლი 5 2 0 3 5-7 6
11. მალიორკა 5 2 0 3 3-5 6
12. ოსასუნა 5 1 3 1 3-10 6
13. ვალეკანო 5 1 2 2 5-9 5
14. ვილიარეალი 5 1 2 2 5-9 5
15. სარაგოსა 5 1 2 2 5-11 5
16. გრანადა 5 1 1 3 2-7 4
17. რასინგი 5 0 3 2 3-8 3
18. ბილბაო 5 0 2 3 5-8 2
19. ხეტაფე 4 0 1 3 3-7 1
20. სპორტინგი 5 0 1 4 2-9 1

ბომბარდირები: 8 - მესი (ბარსელონა); 7 - რონალდო (რეალი); 5 - ფალკაო (ატლეტიკო), სოლდადო (ვალენსია); 4 - კასორლა (მალაგა), ფაბრეგასი (ბარსელონა).

მომდევნო ტური
1 ოქტომბერი: ოსასუნა-მალიორკა, ვილიარეალი-სარაგოსა, რასინგი-რაიო ვალეკანო, ვალენსია-გრანადა, მალაგა-ხეტაფე.
2 ოქტომბერი: რეალ სოსიედადი-ბილბაო, ბეტისი-ლევანტე, ატლეტიკო-სევილია, სპორტინგი-ბარსელონა, ესპანიოლი-რეალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული