მესის "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობა სურს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოსთან" საშინაო მატჩში "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კატალონიურ კლუბის მაისურით მეთერთმეტე ჰეთთრიქი შეასრულა. თუმცა არგენტინელ ფეხბურთელს "ბლაუგრანას" შემადგენლობაში ახალ-ახალი წარმატებების მიღწევა სურს.

24 წლის მესის უკვე 192 გოლი აქვს გატანილი და ლადისლაო კუბალის რეკორდის დამხობასთან ახლოსაა. კუბალს კატალონიელების მიასურით 194-ჯერ გაუტანია.

"ძალიან ფრთაშესხმული ვარ იმით, რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად გახდომის შანსი მაქვს. უკვე მრავალი წელია ეს პატივი სესარ როდრიგესს ეკუთვნის. ძალიან მინდა გადავუსწრო და კლუბის ისტორიაში ჩემი სახელის ჩაწერა განვაგრძო", - განაცხადა მესიმ.

როდრიგესს "ბლაუგრანას" შემადგენლობაში 235 გოლი
აქვს გატანილი.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული