კვირა აქეთ-იქით ფრენაში

AutoSharing Option
"ბარსელონას" მოგზაურობის კვირა ელის - დღეს ესპანეთის ჩემპიონი ბელარუსში ჩავა, სადაც ბატე-სთან ჩემპიონთა ლიგის თამაში ელის.

"კამპ ნოუზე" "ატლეტიკოს" 5:0 განადგურების შემდეგ, გუნდმა ერთი დღე დაისვენა და გუშინ ისევ ვარჯიშს შეუდგა. ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ კატალონიელები ეგრევე სამშობლოში არ დაბრუნდებიან და უკან მხოლოდ ხუთშაბათს გაფრინდებიან.

პარასკევს უკვე ვარჯიშის დროა, რადგან კვირას "ბარსა" ხიხონში "სპორტინგს" უნდა შეხვდეს და მანამდე მხოლოდ ორი ვარჯიში ესწრება. აი, ასეთი დატვირთული კვირა ელის ხოსეპ გვარდიოლას გუნდს.

პეპმა ბელარუსში 20 ფეხბურთელი უნდა იახლოს, 18 პირველი გუნდიდან და
ორი სარეზერვოდან - ისააკ კუენსა და ჯონათან დოს სანტოსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული