ვალდესის 300 და ერთი სუბისარეტამდე

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარე ვიქტორ ვალდესმა კარიერაში მე-300 მატჩი ითამაშა ლა ლიგაში. ისე დაემთხვა, რომ მე-300 მატჩიც იმ გუნდის წინააღმდეგ შედგა, როგორც პირველი - 2002 წლის 1 სექტემბერს - მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. მაშინ ვალდესი 20 წლის ბიჭი იყო, კლუბში კი მეკარის მწვავე პრობლემა იყო.

29 წლის მეკარემ 300 მატჩში სულ 243 გოლი გაუშვა, საშუალოდ 0,81 გოლი მატჩში - შესაშური სტატისტიკური მაჩვენებელია! სულ "ბარსას" მაისურით ვალდესმა 415 მატჩში ითამაშა.

კვირას, როცა "ბარსელონა" ხიხონს ესტუმრება, ვალდესი ანდონი სუბისარეტას მაჩვენებელს გაიმეორებს, რომელმაც "ბარსელონას" მაისურით ჩემპიონატში
301 შეხვედრაში ითამაშა. საერთო ჯამში კი ვიქტორმა უკვე გაუსწრო სუბის, რომელსაც "ბარსას" მაისურით 410 თამაში დაუგროვდა.

მას შემდეგ, რაც ევროპის სუპერთასის მატჩში სერხიო ბუსკეტსი სათადარიგოთა შორის იყო, ნახევარმცველმა ყველა თამაში სასტარტოში დაიწყო. ხავიერ მასკერანომ ამ სეზონის ყველა ოფიციალური მატჩი სასტარტოში დაიწყო, გარდა სან სებასტიანური შეხვედრისა.

ჟერარდ პიკემ ამ ჩემპიონატში პირველად ითამაშა და ეს ზუსტად დებიუტის ხუთი წლისთავს დაემთხვა - ხუთი წლის წინ მან "სარაგოსას" წინააღმდეგ ითამაშა.

"ბარსელონამ" 3 მატჩი ითამაშა "კამპ ნოუზე" და სამივე დიდი ანგარიშით მოიგო: 5:0 "ვილიარეალთან", 8:0 "ოსასუნასთან" და 5:0 "ატლეტიკოსთან", 18-0 ბურთების შეფარდება! აპრილის მერე "ბარსას" ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე გოლი არ გაუშვია, ბოლოს ეს "ალმერიამ" მოახერხა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული