"ოსასუნას" მან 2 გოლი გაუტანა, "მილანსა" და "ატლეტიკოს" - თითო. "ატლეტიკო" იმ გუნდთა შორის იყო, რომლის კარშიც "ელ გუახეს" გოლი არ ჰქონდა გატანილი როგორც ბარსელონელს. ახლა ასეთ კლუბებად რჩებიან: "სარაგოსა", "ლევანტე" და "ვალენსია".
- მოხარული ვარ, რომ გოლები ბლომად გამაქვს, რადგან ბიჭები მეუბნებიან, როცა გამაქვს, ისინი შვებას გრძნობენ და როცა ვერ გამაქვს, ისინი მოედანზე შებოჭილები არიან. მაგრამ ჩემი საქმე მხოლოდ გოლების გატანა სულაც არ
- ახალწვეულებზე რას იტყვით?
- სესკმა და ალექსისმა გუნდი ძალიან გააძლიერეს. ახლა ისეთი სიტუაციაა გუნდში, რომ კონკურენცია მაგრად გვეხმარება - ყოველთვის 11-ზე მეტი კარგი ფეხბურთელია მზად სათამაშოდ. ეს ყველაფერი კი ისევ "ბარსას" წაადგება. როცა კონკურენცია ჯანსაღია, და ეს ასეც არის ჩვენს შემთხვევაში, გუნდი წინ მიდის. მეც ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო საერთო საქმეში.
- "ატლეტიკოსთან" თამაშში ლეო მესიმ გაიბრწყინა...
- ის საოცარ რამეებს აკეთებს მოედანზე. ყოველდღე გვაოცებს, ამყარებს ახალ რეკორდებს და, მგონი, საკუთარ თავსაც აკვირვებს ხოლმე. არავინ არის მისი სადარი და მიხარია, რომ ის ჩვენ კლუბში თამაშობს. მესი ექსტრაორდინალური, უნიკალური და შესანიშნავია, თუმცა ერთსაც ვიტყვი, მესი საუკეთესო იმიტომაცაა, რომ მას ზურგს ისეთი ფეხბურთელი უმაგრებს, როგორიც ჩავია.
- მიაღწია "ბარსამ" ფორმის პიკს?
- ახლა გუნდი დიდებულად თამაშობს, მაგრამ დედამიწაზე დაუმარცხებელი კლუბი არ არსებობს და არც ჩვენ ვართ ასეთი. თამაშის დონე ძალიან მაღალია, ფანები კმაყოფილები არიან, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"