ლაპორტას დასაცავად

AutoSharing Option
ამ დღეებში "ბარსას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა მისი წინამორბედი ჟოან ლაპორტა მწვავედ გააკრიტიკა, თუმცა ლაპორტა ხოსეპ გვარდიოლამ დაიცვა.

აი, რა უთხრა მწვრთნელმა "მარკას": "ლაპორტა ძალზე განიცდის ასეთ დამოკიდებულებას და ის ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ მოქცევას ჩვენი მხრიდან. ის, რომ კლუბს ფინანსური სირთულეები აქვს, მისი ბრალი სულაც არ არის. ჩვენ, ყველანი დავალებულნი ვართ მისგან, რადგან "ბარსა" ცუდ ვითარებაში ჩაიბარა და საოცარი რაღაცები გააკეთა გუნდისთვის".

როსელი და ლაპორტა ერთ გუნდში იყვნენ, მაგრამ როსელის გაპრეზიდენტების შემდეგ მათ შორის შავმა კატამ გაირბინა. ახლა სანდრო როსელი
კლუბის ყველა პრობლემას ლაპორტას ხანას აბრალებს. შაბათს კლუბის გენერალური ასამბლეა გაიმართა და ლაპორტა იქ დემონსტრაციულად არ მივიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული