სუბისარეტა: გვარდიოლას სიტყვები "ბარსელობაზე" ნეგატიურად არ იმოქმედებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ გუნდის თავკაცის პეპ გვარდიოლას სიტყვები კლუბის ექსპრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან დაკავშირებით, კლუბზე ცუდად არ აისახება.

გვარდიოლამ თქვა, რომ არ ისურვებდა ლაპორტა სასამართლოში ეხილა კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის და სანდრო როსელის საჩივრის გამო. ლაპორტას კლუბის ფულის დატაცებაში ადანაშაულებენ. მწვრთნელმა იმედი გამოთქვა, რომ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა დაფიქრდება.

სუბისარეტამ თავის მხრივ არ უარყო, რომ ამ სიტყვების შემდეგ გვარდიოლას და როსელის ურთიერთობაში კრიზისი შეინიშნება.

"არა მგონია, რომ რამე ისეთია, რაც შესაძლოა გუნდზე ნეგატიურად აისახოს. ჩვენი გუნდის მოთამაშეები საკმაოდ გამოცდილი და
ზრდასრული ხალხია. ისინი მხოლოდ ფეხბურთზე არიან კონცენტრირებულნი", - განაცხადა ესპანეთის ნაკრების ყოფილმა კარის დარაჯმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული