ჩატარებულ ცერემონიაზე ფეხბურთელებს პროფესიონალურ კარიერაში, მიღწევების გამო აფასებენ. ჩავი ერნანდესს ზემოთ აღნიშნული ჯილდო ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ლუის არაგონესმა გადასცა.
"არაგონესი ჩემს კარიერაში პირველ ნომრად მიმაჩნია. მან ესპანეთის ნაკრებში ფეხბურთელების მენტალიტეტი შეცვალა", - განაცხადა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუის არაგონესის თავკაცობით ესპანეთის ნაკრები 2008 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.
მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით