ფერერიმ ადრე ლაუდრუპის ერთ-ერთ ასისტენტს კლუბიდან წასვლა აიძულა. ასევე დანიელი სპეციალისტი ფერერის სატრანსფერო პოლიტიკით იყო უკმაყოფილო.
"მალიორკაში" ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას სერა ფერერი ინებებს", - განაცხადა ლაუდრუპმა.
47 წლის მწვრთნელი "მალიორკაში" 2010 წლის ივლისში მივიდა. მისი კონტრაქტის ვადა კლუბთან სეზონის ბოლოს იწურებოდა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით